12 მაისი: მეშვიდე დღის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის პროცესში გადავხედეთ და შევაფასეთ სტანდარტები, ამოცანები, შეფასების გეგმა და სასწავლო პროცედურები. ამასთანავე ცვლილებები შევიტანეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომსა და შეფასების გეგმაში,გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, ასევე გამოვიყენეთ დარჩენილი დრო, რათა გადაგვეხედა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისათვის, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
No comments:
Post a Comment